Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი კვერნაძემ ატალანტასთან მატჩში?

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მერვე ტურში ატალანტამ ფროზინონეს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა. მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო გიორგი კვერნაძემ.

ანგარიში პირველივე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - გოლი შმიდტმა გაიტანა. მე-14 წუთზე კრსტოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ზუსტად 3 წუთში შმიდტმა დუბლი შეასრულა და ისევ სტუმრები დააწინაურა. მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება პირველივე ტაიმში მოახერხეს და შესვენებამდე უკვე წინ იყვნენ - პენალტიდან ედერსონმა გაიტანა, კრსტოვიჩმა კი დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანგარიში ისევ გათანაბრდა (კალოს გოლით), ხოლო 2 წუთში ელიფ ელმაზმა მეოთხე გაუტანა ფროზინონეს. სტუმრებმა საბოლოო ანგარიში ტერზიჩის გოლით, 82-ე წუთზე დააფიქსირეს.

გიორგი კვერნაძე 65-ე წუთზე შეიცვალა, იქამდე ქართველმა (პირველ ტაიმში) ყვითელი ბარათი მიიღო - მიუხედავად ბევრი გოლისა, კვერნაძე ჩვეულად აქტიური არ ყოფილა და 5.9-დან 6-დე შეფასება დაიმსახურა (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით).