ოფიციალურად: ფროზინონემ გიორგი კვერნაძე გამოისყიდა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი კვერნაძე "ფროზინონემ" გამოისყიდა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად იტალიური გუნდის საიტზე დადასტურდა. ქართველმა ფეხბურთელმა თავის ამჟამინდელ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ის თავდაპირველად "ფროზინონეში" ფოთის "კოლხეთიდან" იჯარის წესით 2023 წელს გადავიდა და შემდეგ კლუბმა მისი გამოსყიდვა გადაწყვიტა.
"ფროზინონეს" ტექნიკურმა დირექტორმა, გუიდო ანჯელოციმ განცხადებაც გააკეთა:
მწვრთნელის თანხმობით ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გიორგი კვერნაძე გამოვისყიდეთ. 30 ივნისიდან ის ჩვენი გუნდის წევრია და ის მომავალი სეზონიდან ჩვენი გუნდის რიგებში ითამაშებს - გუიდო ანჯელოცი - "ფროზინონეს" ტექნიკურმა დირექტორი
📌 Esercitato il diritto di opzione su Kvernadze
— Frosinone Calcio (@Frosinone1928) July 2, 2024
➡️ https://t.co/T8rbaJhzVb pic.twitter.com/1xXaMCjLE3
21 წლის ფეხბურთელმა იტალიურ გუნდში ყველა ტურნირის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "ფროზინონე" წინა 2023/24 წლების სეზონში სერია B-ში დაქვეითდა.