ლეონარდო ბონუჩი: "ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ, გვარდიოლას მოწვევა შესაძლებელია"
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად "სკუადრა აძურას" ტექნიკურმა დირექტორმა, ლეონარდო ბონუჩიმ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
"განხილული სახელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არსებობს რეალური სურვილი, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. გვარდიოლას მოწვევის შესაძლებლობის განხილვით დავიწყებდი.
გასულ პერიოდში განვითარებული მოვლენები იმ ყველაფრის სრულ რეფორმას ნიშნავს, რაც ადრე ხდებოდა. ვფიქრობ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ ახლა ოცნება აკრძალული არ არის", - ამბობს ლეონარდო ბონუჩი.
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამე მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩა, დროებით მთავარ მწვრთნელად კი სილვიო ბალდინი დაინიშნა.