მანჩესტერ იუნაიტედი მაიკ მენიოთი დაინტერესდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავტორიტეტული სპორტული გამოცემა The Sun-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ მეკარეს ეძებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელების მთავარი სამიზნე მაიკ მენიო იქნება. შეგახსენებთ, რომ მილანელთა კარის დარაჯს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ამჟამად, ფრანგი მეკარის ღირებულება £60 მილიონია.
როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" კარს ანდრე ონანა იცავს. კამერუნელი მეკარე, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია. ბოლო პერიოდში ბევრ შეცდომას უშვებს. როგორც ჩანს, კლუბში ონანათი უკმაყოფილონი არიან და მის შემცვლელს ეძებენ.