Belive

ოფიციალურად: ფიორენტინამ სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ფიორენტინამ სტეფანო პიოლი გაათავისუფლა. 60 წლის სპეციალისტი იტალიურ გუნდში სეზონის დასაწყისში დაინიშნა და კონტრაქტი 2028 წლამდე ჰქონდა. პიოლიმ ყველა ტურნირის ეგიდით გუნდს მხოლოდ 14 შეხვედრაში უხელმძღვანელა. ფიორენტინა იტალიის სერია A-ში 10 ტურის შემდეგ მოგების გარეშეა (0 მოგება, 4 ფრე, 6 მარცხი), კონფერენს ლიგაზე კი 2-დან 2 მოგება აქვს, კიდევ 2 შეხვედრა ამავე ტურნირის საკვალიფიკაციოზე მოიგო.

გუნდი მადლობას უხდის მწვრთნელს მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის.

პირველი გუნდის ტექნიკური ხელმძღვანელობა დროებით, დღევანდელი ვარჯიშიდან დაწყებული, ბატონ დანიელე გალოპას დაევალა. - ფიორენტინას განცხადება

შეგახსენებთ, რომ ფიორენტინა სერია A-ში 4 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო კონფერენს ლიგაზე 6 ქულით პირველ პოზიციას იკავებს.

იტალიური გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს, კონფერენს ლიგის ეგიდით მაინცის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები