Belive

ოფიციალურად: დუშან ტადიჩი ნაიმეგენის ფეხბურთელია

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, სერბი დუშან ტადიჩი ნაიმეგენის ფეხბურთელია, 37 წლის შემტევი ნიდერლანდურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში ტადიჩი ალ-ვაჰდაში, მანამდე კი აიაქსში, ფენერბაჰჩეში, საუთჰემპტონში, ტვენტეში, გრონინგენსა და ვოივოდინაში თამაშობდა.

გარდა ამისა, დუშან ტადიჩს ეროვნულ ნაკრებში 111 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროშიც 23 გოლი აქვს გატანილი და 40 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

ნაიმეგენმა გასულ სეზონში ნიდერლანდების ერედივიზიონის ცხრილში მე-3 პოზიცია დაიკავა, მიმდინარე წელს კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში ითამაშებს, მათი მეტოქე კი ოლიმპიაკოსი იქნება.

სხვა სტატიები