ოფიციალურად | დავიდ რაია არსენალის ღირსებას დაიცავს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალსა" და "ბრენტფორდს" შორის გამართული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, ჩრდილო ლონდონურმა კლუბმა დავიდ რაია იჯარით დაიმატა.
"მეთოფეებმა" დავიდ რაიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, "ბრენტფორდს" 3 მილიონ ფუნტს გადაუხდიან. აღსანიშნავია, რომ "არსენალს" რაიას გამოსყიდვის უფლება აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები კონტრაქტის აღნიშნულ პუნქტს გაააქტიურებენ, დამატებით £27 მილიონის გადახდა მოუწევთ.
პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონში, რაიამ "ბრენტფორდის" მაისური 38 შეხვედრაში მოირგო და კლუბის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.