ოფიციალურად: დავიდ ალაბა სეზონის ბოლოს რეალ მადრიდს დატოვებს
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, დავიდ ალაბა სეზონის ბოლოს რეალ მადრიდს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია სამეფო კლუბმა თავად გამოაქვეყნა.
რეალ მადრიდი მადლიერებასა და სითბოს გამოხატავს იმ მოთამაშის მიმართ, რომელიც იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი გამოიარა. - რეალ მადრიდის განცხადება
33 წლის ავსტრიელი რეალ მადრიდში 2021 წელს ბაიერნიდან გადავიდა, რა დროშიც არაერთი ტიტულის მფლობელი გახდა, ალაბამ სამეფო კლუბთან ერთად 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ უეფას სუპერთასი, ერთხელ ესპანეთის თასი, 2-ჯერ მსოფლიო საკლუბო თასი და 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
დავიდ ალაბამ მადრიდული გუნდის მაისური 131 მატჩში მოირგო, რა დროშიც 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Comunicado Oficial: Alaba.
— Real Madrid C.F. (@realmadrid) May 22, 2026