Belive

ოფიციალურად: ანტონიო კონტე ნაპოლის მთავარი მწვრთნელია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიურ მედიაში, პრაქტიკულად მთელი სეზონის განმავლობაში მიმდინარე მითქმა-მოთქმა ოფიციალურად დადასტურდა: ანტონიო კონტე "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი გახდა.

იტალიის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონ გუნდს სკუდეტოს ორ სხვადასხვა გუნდთან, ტურინის "იუვენტუსსა" და მილანის "ინტერთან" ერთად მომგები სპეციალისტი (საერთო ჯამში 4 ტიტული) უხელმძღვანელებს.

ანტონიო კონტემ "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და ასეთი კომენტარი გააკეთა: "ნაპოლი" გლობალური მნიშვნელობის ადგილია. მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ლურჯი სათადარიგოთა სკამიდან ვიმუშაო. პირობის დადება ერთ რამეზე ნამდვილად შემიძლია: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა ზრდა გააგრძელოს. ჩემს თანამშრომლებთან ერთად ეს იქნება ტოტალური სამუშაო".

"ძალიან ვამაყობ, რომ "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტეა. ანტონიო არის ტოპ მწვრთნელი, ლიდერი, ვისთან ერთადაც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელი ხელახალი საფუძველი შეიძლება დაიწყოს იმ ციკლის დასრულების შემდეგ, რომელმაც შარშან სკუდეტოს მოგებამდე მიგვიყვანა. იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე გატარებული მრავალი სეზონის შემდეგ, დღეს "ნაპოლის" ისტორიაში ახალი მნიშვნელოვანი თავი იხსნება", - თქვა აურელიო დე ლაურენტისმა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 54 წლის სპეციალისტის მთავარი სურვილი ახალი გუნდის, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აშენება გახლავთ.

სხვა სტატიები