Belive

ოფიციალურად: ალესანდრო ბონჯორნო ნაპოლის ფეხბურთელია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იტალიელი მცველი, ალესანდრო ბონჯორნო მისი გუნდის საკუთრებაა.

"ტორინოს" ყოფილი მცველი, ნეაპოლელებს 35 მილიონ ევროდ შეურთდა, ამას ემატება 5 მილიონი ბონუსების სახით. ის მესამე ფეხბურთელია სპინაცოლას და რაფა მარინის შემდეგ, რომელმაც ამ ზაფხულს კონტეს გუნდი გააძლიერა. იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა სამედიცინო შემოწმება ვილა სტიუარტში გუშინ დილით გაიარა, მან ხელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა (მესამე წლიდან მისი გამოსყიდვა, დაახლოებით, 70 მილიონი ევროს საშუალებით იქნება შესაძლებელი).

სხვა სტატიები