Belive

ოფიციალურად | 11-თვიანი ტრავმის შემდეგ, გავი მოედანს სევილიასთან დაუბრუნდება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონასა" და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი - გავი, 11-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება. 20 წლის ესპანელი ვუნდერკინდი "სევილიასთან" "ბარსელონას" სათამაშო განაცხადში იქნება და რამდენიმე სათამაშო წუთს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გავიმ ტრავმა 2023 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, მატჩის 26-ე წუთზე მიიღო.

"ბარსელონასა" და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავს ოპერაცია ჩაუტარდა. მას გაწყვეტილ ჯვარედინ მყესებთან ერთად, მენისკის პრობლემაც ჰქონდა.

სწორედ ამ ტრავმის გამო, მას პარიზის ოლიმპიადისა და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.

"ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები