ობამეიანგმა მარსელი დატოვა - შემდეგი გაჩერება საუდის არაბეთია
35 წლის გაბონელმა ფორვარდმა - პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, 2-სეზონის შემდეგ "მარსელი" დატოვა და საუდის არაბულ კლუბ "ალ ქადიაში" ითამაშებს.
ამის შესახებ ინფორმაციას, ფრანგული სპორტული გამოცემა "lequipe" ავრცელებს. გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ობამეიანგმა, რომელსაც "მარსელთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებდა, გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კლუბის პრეზიდენტს აცნობა, რომ კლუბთან კონტრაქტს წყვეტს და სათამაშოდ საუდის არაბეთში მიდის.
Pierre-Emerick Aubameyang va quitter l'OM pour l'Arabie saoudite.
— L'ÉQUIPE (@lequipe) July 15, 2024
Pierre-Emerick Aubameyang, âgé de 35 ans, a conclu sa période de réflexion. Le buteur de l'OM va s'engager pour deux saisons avec Al-Qadsiah en Arabie saoudite https://t.co/CfjkVCYDmH pic.twitter.com/vygkNdy8E2
35 წლის გაბონელი ფორვარდი, ფრანგულ გრანდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო და იგი ყოველთვიურად €700,000 ევროს გამოიმუშავებდა. როგორც ჩანს, არაბებმა მას ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები და დიდი თანხა შესთავაზეს.
ფრანგული მედიების გადმოცემით, ყველაფერი მომავალ 48 საათში დადასტურდება და გაბონელი ფორვარდის ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.
ობამეიანგი "მარსელში" 2023/2024 წლების სეზონიდან თამაშობდა, მან 51 მატჩში თავი 30 გატანილი გოლითა და 11 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ახალ მწვრთნელს - რობერტო დე ძერბის ობამეიანგის კლუბში დატოვება სურდა, პიერ-ემერიკმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა და არაბების მაცდურ წინადადებაზე უარი ვერ უთხრა.
რაც შეეხება "ალ ქადიას", კლუბი საუდის არაბეთის ჩემპიონატზე მომავალი სეზონიდან ითამაშებს, გასულ სეზონში კი ისინი მეორე დივიზიონში თამაშობდნენ.