ობამეიანგმა არსენალი დატოვა - ბარსელონა ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "არსენალი დატოვა. ლონდონური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობამეიანგმა "არსენალი" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. "მეთოფეებმა" ობამეიანგს მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს - ლონდონური კლუბის მაისურით ჩატარებულ 163 შეხვედრაში, გაბონელმა შემტევმა 92 გოლის გატანა შეძლო, თუმცა დისციპლინარული სასჯელი გამო, ობამეიანგს გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.
"ტიტულების მოპოვების შანსი და ამ კლუბის კაპიტნის სამკლავურის მორგების პატივი არის ის, რაც სამუდამოდ მემახსოვრება. ყოველთვის 100%-ით კონცენტრირებული და მონდომებული ვიყავი, რომ ამ კლუბისთვის ყველაფერი გამეკეთებინა, ამიტომ დამშვიდობების გარეშე წასვლა მტკივნეულია - მაგრამ ეს არის ფეხბურთი", - აღნიშნა ობამეიანგმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პიერ-ემერიკ ობამეიანგი უახლოეს მომავალში "ბარსელონას" შეუერთდება - ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ კატალონიური გრანდი ობამეიანგის ტრანსფერს 2 თებერვალს გააოფიციალურებს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ის გარემოებაც ადასტურებს, რომ გაბონელი შემტევი უკვე ბარსელონაშია და კატალონიური გრანდის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს. ობამეიანგი "ბლაუგრანას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.View this post on Instagram