Belive

ხავი ელ კლასიკოზე: ,,ეს მატჩი თუ ვინმეს უნდა მოეგო, ჩვენ ვართ''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, მადრიდის ,,რეალთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,60 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ჩვენს გუნდს გოლის გასატანად 5-6 შანსი სჭირდება, როცა რეალმა სამ მომენტში ორი გოლის გატანა შეძლო. ამიტომ, ეფექტურობა გვაკლდა. სიმართლე გითხრათ, ეს მატჩი თუ ვინმეს უნდა მოეგო, ეს ჩვენ ვართ.

შედეგი გულდასაწყვეტია, რადგან რასაც ამ მატჩში ვგეგმავდით, კარგად გამოგვივიდა. მეტს ვიმსახურებდით, რეალის მოგება უსამართლოა.

შეხვედრის რეზიუმე ასეთია: 60 წუთი კარგად ვითამაშეთ და 1 გოლი გავიტანეთ, მეტოქემ კარგად 25 წუთი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

როცა საკუთარ სტადიონზე მარცხდები, კმაყოფილი ვერ იქნები. ვწუხვარ, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.''

- ხავი

ლა ლიგის მე-11 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,რეალს'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ჯუდ ბელინგემმა გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაიტანა.

სხვა სტატიები