სულ რამდენიმე ხნის წინ დადასტურდა რომ პიერ-ემერიკობამეიანგი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ევროპულ მედიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ცნობა ოფიციალურად კატალონიურმა გრანდმა დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ გაბონელმა თავდამსხმელმა ლონდონის "არსენალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. არადა, ოთხი წლის წინ აფრიკელი ფეხბურთელი "მეთოფეებს" თავიანთ ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხის, 65 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ შეუერთდა.
https://old.belive.ge/fexburti/ophitsialurad-obameiangi-barselonas-phekhburtheli-gakhda/
თავდაპირველად, 32 წლის ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში კარგად დაიწყო: გოლებისა და საგოლე პასების მოგროვებას უხვად ახერხებდა, 2019 წელს 22 გატანილი გოლით კი სადიომანესა და მოჰამედ სალაჰთან ერთად, ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
თუმცა ლონდონური კარიერის მეორე ნახევარში პრობლემები საგრძნობლად დაგროვდა: ჩამორთმეული კაპიტნობა დისციპლინური დარღვევების გამო გუნდიდან მოშორება და საბოლოოდ, მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტასმიზნებისგან მოშორებით აღმოჩენა.
დორტმუნდის "ბორუსიას" "მილანის", "სენტ-ეტიენისა" და "მონაკოს" ყოფილი თავდამსხმელის სანაცვლოდ, "არსენალს" თანხა არ მიუღია, თუმცა ეს მათთვის სიახლე ნამდვილად არ არის. ბოლო წლების განმავლობაში, დედაქალაქები უფასოდ ერთბაშად რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს შეელივნენ, რომელთა სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარეც, მსუყე თანხა უნდა მიეღოთ და საგრძნობლად ეხეირათ.
"არსენალი" სრულიად უფასოდ კალუმ ჩემბერსმა, შკოდრან მუსტაფიმ, სოკრატისპაპასტატოპულოსმა, სეადკოლაშინაციმ, ჰენრიხ მხითარიანმა და მესუთ იოზილმა ისე დატოვეს, რომ ამით კლუბს თანხა არ შესვლია.
საერთო ჯამში "არსენალმა" თითქმის 233 მილიონი ევროს მოპოვების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი, მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 21 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვილი 36 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.