Belive

"ნორმალურია" - ალეხანდრო გარნაჩო ბარსელონას მარცხს გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ კოპა დელ რეის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელმა მეტოქე 0:4 დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. კარლო ანჩელოტის გუნდი ესპანეთის თასისთვის "ოსასუნას" დაუპირსპირდება. აღნიშნული შეხვედრა 6 მაისს 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

ბუნებრივია, რომ "ბარსელონას" ასეთ მარცხს დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. კატალონიელთა მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ დიდი ანგარიშით შინ, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე დამარცხდნენ.

"ბარსელონას" მარცხს გამოეხმაურა ალეხანდრო გარნაჩოც. "ნორმალურია" - ასეთი კომენტარი დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ვინისიუს ჟუნიორის პოსტზე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერისა" და "ბარსელონას" გზები მიმდინარე სეზონში უკვე გადაიკვეთა. ეს ევროპა ლიგის პლეი-ოფში მოხდა, სადაც ინგლისელებმა მეტოქე, ორი მატჩის ჯამში, 4:3 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

სხვა სტატიები