Belive

ნოიერმა და ულრაიხმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბაიერნმა'' გუნდის მეკარეებთან - მანუელ ნოიერთან და სვენ ულრაიხთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ,,რეკორდმაისტერის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,ბედნიერი ვარ, რომ ბაიერნში კიდევ ერთი წელი დავრჩები. ამ გუნდთან ერთად მოედანზე ყოფნა ძალიან მსიამოვნებს.

დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრებთან ერთად, შეგვიძლია, ჩვენს დიდ მიზნებს მივაღწიოთ, რაც, რა თქმა უნდა, 2025 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც მოიცავს, რომელიც მიუნხენში გაიმართება.

იმის ცოდნა, რომ ულრაიხი ჩემ გვერდით იქნება, ყველაფერს უკეთესს ხდის.'' - თქვა ნოიერმა კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ

ნოიერი ,,ბაიერნში'' 2011 წლიდან თამაშობს, ულრაიხი კი მიუნხენურ გრანდს მეორედ 2021 წელს შეუერთდა (გერმანელი გუნდში 2015-2020 წლებშიც თამაშობდა, შემდეგ კი ერთი სეზონი ჰამბურგში გაატარა).

სხვა სტატიები