Belive

ნოიერი: ,,ყველამ, ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იცის, რას ვგრძნობ ახლა''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' მცველმა, მანუელ ნოიერმა, მადრიდის ,,რეალთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა. გერმანელს პირველი გოლის ეპიზოდში დაშვებულ შეცდომაზეც ჰკითხეს:

,,ყველამ, ვისაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია, იცის, რას ვგრძნობ ახლა...

85-ე წუთამდე 1:0-ს ვიგებდით, ძალიან მტკივნეული მარცხია! ლონდონამდე ერთი ნაბიჯი გადავდგით, საკუთარი თავი ფინალში დავინახეთ, ახლა კი სიტყვები აღარ მყოფნის.'' - მანუელ ნოიერი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის ,,რეალმა'' მიუნხენის ,,ბაიერნს'' 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც პირველ ივნისს ლონდონში გაიმართება, ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე დორტმუნდის ,,ბორუსია'' იქნება.

სხვა სტატიები