ნოას მწვრთნელი: ,,სწრაფი გოლი რომ არ გაგვეშვა, ასეთი ანგარიში არ დაფიქსირდებოდა''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნოას'' მთავარმა მწვრთნელმა, რუი მოტამ, ,,ჩელსისთან'' გამანადგურებელ მარცხზე ისაუბრა. სომხური კლუბი ,,არისტოკრატებთან'' 0:8 დამარცხდა.
,,ვიცით, რომ ჩელსი, როგორც გუნდი, სრულიად სხვა დონეზეა, მაგრამ მეტის მოლოდინი გვქონდა. შესაძლოა, სწრაფი გოლი რომ არ გაგვეშვა ან მე-2 წუთზე გრეგორიოს თავისი შანსი გამოეყენებინა და ჩვენ გაგვეტანა, ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო. არ ვამბობ, რომ მოვიგებდით, მაგრამ ასეთი ანგარიში არ დაფიქსირდებოდა.
პირველი გოლი სტანდარტულიდან გავუშვით. ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ და ბურთით ამოსვლისას ბევრი შეცდომა დაგვაშვებინეს. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ მატჩებში იდეალურად თამაშია საჭირო, ასეთი გამოცდილებები ზრდაში გვეხმარება.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც პირველივე წუთიდან გვიჭერდნენ მხარს. ისინი ჩვენთვის დამატებითი მოთამაშეები არიან. უფრო ძლიერები დავბრუნდებით! - რუი მოტა
კონფერენს ლიგის 3 ტურის შემდეგ, ,,ნოას'' 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის 28-ე პოზიციაზეა. რუი მოტას გუნდი მომავალ მატჩს 28 ნოემბერს, ,,ვიკინგურის'' წინააღმდეგ გამართავს.
Ruthless. 👊#CFC | #UECL pic.twitter.com/3jiQ2D6hDX
— Chelsea FC (@ChelseaFC) November 7, 2024