Belive

ნიურნბერგი შალკესთან დამარცხდა | ლუკა ლოჩოშვილის შეფასება

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-16 ტურის შეხვედრაში შალკემ ნიურნბერგი 1:0 დაამარცხდა.

ლუკა ლოჩოშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველი მცველი ბურთს 82-ჯერ შეეხო, 71 გადაცემიდან 59 ზუსტად შეასრულა (83%), 10 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 6-ში გაიმარჯვა, 2-ჯერ კი კარში დაარტყა.

ლუკა ლოჩოშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.4

  • Flashscore - 6.2

  • Whoscored - 6.5

ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 19 ქულით მე-11 ადგილზეა (5 მოგება, 4 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 21 დეკემბერს, ჰანოვერის წინააღმდეგ გამართავს.

ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგს მიმდინარე სეზონში შეუერთდა და 16 მატჩში 1 გოლი/1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.