"ნიუკასლი მზად არის მამარდაშვილისთვის 40 მილიონი ევრო გადაიხადოს" - The Times
"ნიუკასლი" მზად არის მამარდაშვილისთვის 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, ქართველი მეკარის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა აქვეყნებს, როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება გიორგი მამარდაშვილი გუნდის ინტერესებში შედის და ფასიც უკვე დაწესებული აქვს.
23 წლის მეკარის მიმართ "ნიუკასლის" შესაძლო ინტერესის შესახებ ჭორები ინგლისში რამდენიმე დღის წინ უკვე გაჩნდა. სტატიაში ქართველ ფეხბურთელზე წერია, რომ ის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეკარეა. "ვალენსიასთან" ერთად ის გამორჩეულ სეზონს ამთავრებს და ამ ზაფხულს შემოთავაზებები არ დააკლდება. გიორგი მამარდაშვილი მესტალიაზე ბედნიერია, მაგრამ ბარახას გუნდს მომავალ სეზონში ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა აღარ აქვს და მამარდას სწორედ ამან შეიძლება გაუღოს კარი.
ბრიტანული გაზეთის ცნობით, "ნიუკასლს" ნიკ პოუპის შეცვლა სურს, რომელიც უკვე 32 წლისაა და კონტრაქტი მომავალ სეზონში უმთავრდება, მაგრამ სიაში ერთადერთი არ არის გიორგი მამარდაშვილი, ედი ჰაუს ინტერესი "არსენალის" მეკარის აარონ რამსდეილის მიმართაცაა მიპყრობილი.