Belive

"ნიკოს მხარდაჭერა სჭირდება, მას შეუძლია, რომ გაცილებით შედეგიანი გახდეს" - პოჩეტინო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

30 ივნისს, ლონდონის "ჩელსიმ" ნიკოლას სანჩესი შეიძინა და მას 8-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. £32 მილიონის სანაცვლოდ შეძენილმა ფორვარდმა, "სტემფორდ ბრიჯზე" თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია.

ნიკო სანჩესმა "არისტოკრატების" მაისური 9 მატჩში მოირგო და მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო, რის გამოც საფეხბურთო მიმომხილველების კრიტიკა დაიმსახურა. სანჩესის დაცვა მაურისიო პოჩეტინომ სცადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფორვარდს მხარდაჭერა სჭირდება.

სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯექსონს ახლა ძალიან უჭირს. ნიკოს ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროება და მე მისი მჯერა. ერთადერთი პრობლემა დროა. არ მინდა მაგალითების მოყვანა, მაგრამ ნიკო ჩვენს გუნდს არც ისე სახარბიელო პერიოდში შემოუერთდა და ეს მისთვის მარტივი არ აღმოჩნდა. ანალიზის გაკეთებისას უსამართლობა არ უნდა გამოვიჩინოთ. - მაურისიო პოჩეტინო

სხვა სტატიები