მოსკოვის ,,სპარტაკის'' თავდამსხმელმა, ნიკოლოზ ქუთათელაძემ, რუსული პასპორტი მიიღო. ინფორმაციას ,,სპორტ-ექსპრესი'' ავრცელებს.
გასულ სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა ,,სპარტაკის'' მე-2 გუნდის შემადგენლობაში რუსეთის პირველ დივიზიონში 4 შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება ახალგაზრდულ ჩემპიონატს, ფორვარდმა 41 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ნიკოლოზ ქუთათელაძემ ვარჯიში პრაღის ,,სპარტაში'' დაიწყო, შემდეგ გარკვეული პერიოდი ,,ლილის'' აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი ,,პარი სენ ჟერმენის'' ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა.
თავდამსხმელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 4 მატჩი აქვს გამართული.