Belive

"ნიკო უილიამსი ჩვენი სამომავლო პროექტის ნაწილია" - ბილბაოს პრეზიდენტი

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბილბაოს "ატლეტიკის" პრეზიდენტმა - ჯონ ურიარტემ, ბასკური კლუბის ვარსკვლავის მომავლის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ნიკო უილიამსი კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ნიკო უილიამსს მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება, გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები კი ჩიხშია შესული. ახალგაზრდა ვასკვლავის მიმართ ინტერესს რამდენიმე გრანდი იჩენს, თუმცა, "ბილბაოს" პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უილიამსი ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ამის შესახებ არ ვღელავთ. ვფიქრობ, ნიკო განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს და ჩვენთან დარჩება. ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ გვინდა, რომ მიმზიდველი პროექტი წამოვიწყოთ, რომელშიც ნიკო უილიამსი მრავალი წლის განმავლობაში წამყვანი მოთამაშე იქნება. - ჯონ ურიარტე.

სხვა სტატიები