Belive

ნიკო უილიამსი ბარსელონას უარს ეუბნება

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელი, ნიკო უილიამსი აპირებს, "ბარსელონას" გარდა კიდევ 3 გუნდს უთხრას უარი და ისევ მშობლიურ კლუბში დარჩეს. მსურველთა რიგებში იყვნენ "პსჟ", "ჩელსი" და "არსენალი".

The Athletic-ის ცნობით, უილიამსი აპირებს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს ბასკურ კლუბთან კონტრაქტი, სადაც უკვე გაუმჯობესებული პირობები ექნება. ნიკო უილიამსი ამ გზით დაამტკიცებს ერთგულებას მშობლიური კლუბისადმი და 2024/2025 წლების ევროპა ლიგის სეზონში ატლეტიკს დაეხმარება. მისი დებიუტი 2020 წელს შედგა და 122 მატჩი ჩაატარა.

ამჟამად, ბარსელონა შეკრებას აშშ-ში გადის და ალტერნატივის ძებნა მოუწევთ, კატალონიელების უპირველესი სამიზნე სწორედ ნიკო უილიამსი იყო. უილიამსმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ჩემპიონობაში. 7 თამაშიდან 6-ში ძირითად შეამდგენლობაში დაიწყო და გაიტანა ორი გადამწყვეტი გოლი, საიდანაც ერთი ფინალში, ინგლისს გაუტანა.

სხვა სტატიები