ნიკა კვეკვესკირმა ლეხი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
ოფიციალურად ნიკა კვეკვესკირმა "ლეხ პოზნანი" დატოვა, ინფორმაციას პოლონური გუნდის საიტი აქვეყნებს. ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი ლეხთან 2025 წლის 30 ივნისამდე მოქმედებდა, მაგრამ ორმხრივი თანხმობით გაუქმდა.
32 წლის ფეხბურთელი პოლონურ გუნდში სათამაშოდ 2021 წელს ყაზახეთის "ტობოლიდან" ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. სადაც ყველა ტურნირის 123 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.
"ლეხ პოზნანში" ყოფნის პერიოდში კვეკვემ ერთი ტიტული მოიგო, ეს 2021/22 წლების სეზონში მოახერხა, როდესაც გუნდთან ერთად პოლონეთის ჩემპიონობა იზეიმა.
Nika Kvekveskiri odszedł z Lecha Poznań. Kontrakt, który obowiązywał do 30 czerwca 2025 roku, został rozwiązany za porozumieniem stron.
— Lech Poznań (@LechPoznan) July 10, 2024
Nika, dziękujemy za twoją grę w Lechu i życzymy powodzenia w dalszej karierze! ✊🏼
🔗 https://t.co/UuljKBm9Fd pic.twitter.com/6YdrGUgvYD
ნიკა კვეკვესკირი ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ქართველი ფეხბურთელი კარიერას.