ნიკა კვეკვესკირი: "ფიორენტინასთან მატჩში მოგების სურვილი უნდა გამოვავლინოთ"
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის წინ, პოზნანის "ლეხის" ქართველმა ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა.
"ევროპაში ჩვენს მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა მოგვცა ნდობა. ამ ტიპის დაპირისპირებები მნიშვნელოვანია გამოცდილების მისაღებად.
ევროპულ გუნდებთან თამაში და გამარჯვება ოცნებასავითაა - გვსურს ხვალ ისევ გამოვავლინოთ "ფიორენტინასთან" მოგების სურვილი.
ალბათ ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენც გვაქვს ძლიერი მხარეები - კომპაქტური გუნდი ვართ.
"ფიორენტინასთან" დაპირისპირება ჩვენთვის არის შესაძლებლობა, თავი გამოვიჩინოთ ევროპაში. სტრესზე მეტი მღელვარებაა, თუმცა ასევე არის რწმენა იმისა, რომ მათ დავამარცხებთ. თუ ეს არ მოხდება, ტრაგედია არ იქნება, მაგრამ წაგებაზე ფიქრით მოედანზე არ გავალთ.
არის თუ არა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი? ძნელი სათქმელია, როგორც მწვრთნელი გვეუბნება, ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა.
პოზნანის "ლეხის" და "ფიორენტინას" დაპირისპირება 12 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.