ნიკა კვეკვესკირი: "მნიშვნელოვანია, რომ დადებითი მუხტი ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„ეს ორი ამხანაგური თამაში გენერალური რეპეტიციაა ერთა ლიგის დაწყებამდე. მნიშვნელოვანია, რომ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებში სწორი ბალანსი იპოვოს. განსაკუთრებით, ახალ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც დებიუტი ექნებათ და რომლებიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ“, – განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის აზრით, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან ამხანაგური შეხვედრების შედეგები ნაკრების წევრთა განწყობაზე აისახება.
„მნიშვნელოვანია, რომ დადებითი მუხტი, რომელიც ზედიზედ სამ თამაშში გამარჯვებამ მოიტანა, ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს. ამისთვის აუცილებელია თამაშის კარგი ხარისხი და შედეგი“, – ამბობს გამოცდილი ნახევარმცველი.ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი ქალაქ ჟენიცაში 25 მარტს, 23:45 საათზე დაიწყება.