Belive

ნიკა ამაშუკელი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის მატჩის მთავარ მსაჯად დაინიშნა!

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი უმაღლესი დონის სანაკრებო ტესტ-მატჩებს გაუძღვება. მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზე, შემოდგომის ტესტებზე მომუშავე არბიტრების ვინაობა გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა ამაშუკელი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის მატჩს გაუძღვება და მთავარ მსაჯად იმუშავებს.

30 წლის ქართველი მსაჯი, 16 ნოემბერს, საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის მატჩს პარიზში გაუძღვება. თამაში "სტად ფრანსის" სტადიონზე შედგება.

გარდა მთავარი მსაჯისა, ნიკა ამაშუკელი კიდევ 3 ტესტ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დამხმარე მსაჯი (კიდის მსაჯი) იქნება.

  • 9 ნოემბერი | ინგლისი Vs. ავსტრალია (კიდის მსაჯი)

  • 16 ნოემბერი | საფრანგეთი Vs. ახალი ზელანდია (მთავარი მსაჯი)

  • 23 ნოემბერი | იტალია Vs. ახალი ზელანდია (კიდის მსაჯი)

  • 30 ნოემბერი | ირლანდია Vs. ავსტრალია (კიდის მსაჯი)