Belive

ნიჯატ ყურბანოვი: "ქართველები განსაკუთრებული ხალხია, თუ რამე დაგჭირდა, აუცილებლად დაგეხმარებიან" 

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
2020 წლის სეზონიდან ეროვნულ ლიგას კიდევ ერთი კარგი ლეგიონერი შეემატა. ნიჯატ ყურბანოვი საქართველოში 2019 წლის ზაფხულში ჩამოვიდა და "სამტრედიასთან" ერთად ეროვნულ ლიგაში ამოსვლა მოახერხა. აზერბაიჯანელი თავდამსხმელი საკმაოდ შედეგიანია და გუნდის მიერ მოპოვებულ ქულებში დიდი წვლილი შეაქვს. საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზე, კარიერის მნიშვნელოვან მომენტებსა და სამომავლო გეგმებზე, 28 წლის ფეხბურთელმა Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. პანდემიამ ფეხბურთიდან რამდენიმე თვით მოგვწყვიტა. კარანტინის დასრულების შემდეგ, როგორია შენი ფიზიკური და სათამაშო ფორმა?  კარანტინის შემდეგ ყველაფერი კარგადაა. პირველ მატჩში მოედანზე დაბრუნება რთული იყო, მაგრამ ახლა ყველა მოთამაშე ფორმაშია და თავს კარგად გრძნობს. ვფიქრობ, პანდემიის დროს ყველა ადამიანს გაუჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი დასრულდა. როდის და რატომ გადაწყვიტე "სამტრედიაში" ჩამოსვლა?  წინა წლის ზაფხულში ჩემმა მენეჯერმა თქვა, რომ "სამტრედიიდან" შეთავაზება იყო. ვესაუბრე კლუბის ხელმძღვანელობას, მომეწონა მათი მიზანი, გადავწყვიტე ეს შანსი არ გამეშვა და ამ კლუბში გადმოვსულიყავი. ჩვენი მიზანია, რომ სეზონი რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე დავასრულოთ და ამისათვის ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად გავდივართ. იმედია ყველაფერი გამოგვივა.
No description available.
საქართველოსთან შეხება აქამდეც გქონია. 2014 წელს "ჩიხურას" წინააღმდეგ ითამაშე. როგორ გახსოვს ის დაპირისპირება? მახსოვს, მაშინ ბაქოს "ნეფთჩიში" ვთამაშობდი და ჩვენ საჩხერულ გუნდს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დავუპირისპირდით. მართალია, რომ მაშინ "ჩიხურას" ბევრად ძლიერი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ჩვენ უკეთესები აღმოვჩნდით და შემდეგ ეტაპზეც გავედით. უკვე 1 წელია საქართველოში თამაშობ. რამდენად აუღე ალღო ჩვენს ჩემპიონატს და იოლია თუ არა გოლის გატანა?  შარშან რანგით მეორე ლიგაში ვითამაშე, სადაც 16 მატჩში 8 გოლი გავიტანე და 4 საგოლე პასი გავაკეთე, წელს კი უკვე 3 გოლი მაქვს გატანილი. როგორც ჩანს, გუნდს და ჩემპიონატს კარგად მოვერგე. იმედი მაქვს წარმატებულად თამაშს გავაგრძელებ და ჩემი გოლებით გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები.
No description available.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატებს შორის რა მსგავსება და განსხვავებაა? შენი სამშობლოს გუნდები ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე სტაბილურად თამაშობენ, ჩვენ კი ამას მრავალი წელია მოკლებული ვართ. რამდენად აქვთ ქართულ გუნდებს ევროპაში წარმატებულად თამაშის პერსპექტივა?  საქართველოში ძალიან კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. ასევე ეროვნულ ლიგაში არიან გუნდები, რომელთაც ევროპაში დამაჯერებლად გამოსვლა შეუძლიათ და იმედი მაქვს, რომ მათ ჯგუფურ ეტაპზე მალე ვიხილავთ. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ჩვენ "ყარაბახი" გვყავს, რომელიც ევროპაში სტაბილური წარმატებით გამოირჩევა, თუმცა წელს მათ ძალიან გაუჭირდებათ, ვინაიდან, პანდემიის გამო არსებული მდგომარეობა, გუნდს სრულფასოვნად მომზადების შესაძლებლობას არ აძლევს. ამის მიუხედავად, მეიმედება, რომ ეს გუნდი აზერბაიჯანს საერთაშორისო სარბიელზე კვლავაც დამაჯერებლად წარმოადგენს. აზერბაიჯანის ჩემპიონატის რამდენიმე გუნდში გითამაშია. სად გქონდა კარიერის საუკეთესო პერიოდი? მიმაჩნია, რომ კარიერაში საუკეთესო პერიოდი "სიმურაგში" და "ზირაში" მქონდა. ისე, საინტერესოა, რომ "სიმურაგში" ჩვენი მთავარი მწვრთნელი ქართველი იყო - გიორგი ჩიხრაძე.
Все свободны: 7 известных азербайджанских футболистов, оставшихся ...
ეროვნულ ლიგაში გატანილი ბოლო გოლი განსაკუთრებულად აღნიშნე. კონკრეტულად რას ან ვის ეძღვნებოდა ეს აღნიშვნა?  ჩემს სამშობლოში, აზერბაიჯანში, სომხეთის საზღვარზე ცუდი მდგომარეობა იყო შექმნილი. მე, როგორც აზერბაიჯანელმა ჩემი ქვეყნის სამხედროებს მხარდაჭერა გამოვუცხადე. 3 დღეში 12 ჯარისკაცი მოკლეს, მე კი ეს გოლი და გამარჯვება ყველა იმ გმირ ჯარისკაცს მივუძღვენი, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა. ვფიქრობ, ეს სავსებით ბუნებრივი და ნორმალურია. საქართველოში რომ ომი ყოფილიყო, ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელის მიერ ასეთი ქმედება გამართლებული იქნებოდა. ქართველებს ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა, ისევე, როგორც მე მიყვარს ჩემი სამშობლო.
საქართველოში გატარებულ ერთ წელიწადში რამ მოგხიბლა განსაკუთრებულად?  საქართველოში "სამტრედიაში" გადმოსვლამდეც რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი და თქვენი ქვეყანა ძალიან მიყვარს. მოხიბლული ვარ ადამიანების სტუმართმოყვარეობით, ქართველები განსაკუთრებული ხალხია, თუკი რაიმე დაგჭირდება, ყოველთვის დაეხმარებიან. და რა თქმა უნდა, ცალკე უნდა გამოვყო თქვენი სამზარეულო. ხინკალი და ხაჭაპური ალბათ ყველა ადამიანს უყვარს, ისინი ძალიან გემრიელია.
No description available.
კარიერაში ბევრი გოლი გაგიტანია, თუმცა გექნება ისეთებიც, რომელიც განსაკუთრებულად გიყვარს.  დიახ, დავიწყოთ თავიდან: ჩემი პირველი გოლი ქვეყნის ჩემპიონატში, დუბლი "გაბალასთან" და "ზირას" შემადგენლობაში 90-ე წუთზე გატანილი გოლი "კაპაზთან", რის შემდეგაც სეზონი მეორე ადგილზე დავასრულეთ. გუნდი და ფეხბურთელი, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობ?  ლიონელ მესის და "ბარსელონას" ქომაგი ვარ.

სხვა სტატიები