Belive

ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

3 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
საქართველოს ეროვნულმა ლიგამ 15 ტურის შემდეგ ორკვირიანი პაუზა აიღო და გზა სანაკრებო ფეხბურთს დაუთმო. 9 ივნისამდე გამართულ ბოლო სათამაშო კვირაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები შედგა. ხუთივე გამართულ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გავიდა, თანაც, ერთმანეთს ცხრილის პირველ ოთხეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. მე-15 ტურის კალენდარი იმგვარად გადანაწილდა, რომ მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფი გუნდები ორი ლიდერი "დინამოს" წინაშე წარდგნენ და თანაც, გამარჯვებები მოიპოვეს. "ლოკომოტივმა" და "დილამ" შესაბამისად "დინამო ბათუმი" და "დინამო თბილისი", საშინაო კედლებში დაამარცხეს. საგურამოში, გურამ კაშიასა და ირაკლი სიხარულიძის გოლებით თბილისელებმა ვიცე-ჩემპიონ აჭარლებს - 2:1 აჯობეს. ზღვისპირელთაგან ერთადერთი გოლის გატანა პენალტის ნიშნულიდან, ვლადიმერ მამუჩაშვილმა მოახერხა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, გორში, "თენგიზ ბურჯანაძეზე", "დილამ" მოქმედი ჩემპიონ, "დინამო თბილისს" ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ეს პაატა ღუდუშაურმა და ირაკლი ბიძინაშვილმა გააკეთეს. დამარცხდა კიდევ ერთი აჭარული კლუბი - ქობულეთის "შუქურამ" ქუთაისის "ტორპედოსგან" ორი ბურთი მიიღო. თავის გამოჩენა ორმა ლეგიონერმა, მეჰდი ბოუკასმა და ფადი ზიდანმა შეძლეს, რომლებმაც თავის გუნდს ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანეს. ანალოგიური ანგარიშით (2:0) მოგება შეძლო კიდევ ერთმა თბილისურმა გუნდმა "საბურთალომაც", რომელმაც თავისი მატჩი რუსთავში მოიგო, სადაც ნომინალური მასპინძლის რანგში მყოფ "თელავს" გიორგი ლაცაბიძემ და ლევან ნონიკაშვილმა გაუტანეს. ტურის ბოლო მატჩი ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. "სამტრედიამ" "სამგურალს" ორჯერ ჩამორჩენა კი აღმოუფხვრა, თუმცა გიორგი ბუხაიძის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და იმერული დერბი წყალტუბორუმა კლუბმა - 3:2 მოიგო. სამტრედიელთაგან გოლები გიორგი ილურიძემ და ირაკლი რუხაძემ გაიტანეს, წყალტუბოელთა საწყისი ორი გოლი კი გრიგოლ დოლიძის აქტივშია - გამოცდილი შემტევის დუბლი სოსო ფრუიძის გუნდს ბოლო 6-დან მეოთხე მატჩის მოგებაში დაეხმარა.
No description available.

მეთხუთმეტე ტურის შედეგები

სატურნირო მდგომარეობა

იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთი შეხვედრა ორივე "დინამომ" წააგო, ცხრილის საწყის პოზიციებზე მდგომარეობა არ შეცვლილა ორივე მოსახელე კლუბს 31-31 ქულა აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსის და გატანილ/გაშვებული გოლების უკეთესი შეფარდებით პირველ პოზიციას კვლავ ბათუმელები იკავებენ. სამაგიეროდ, სხვაობა შემცირდა საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლ სხვა კლუბებთან, გორის "დილამ" და "ლოკომოტივმა", შესაბამისად 25 და 24 ქულა მოაგროვეს და მათი ჩამორჩენა ლიდერებთან უკვე 6 და 7 ქულას შეადგენს. სამაგიეროდ, ცვლილებებია გასავარდნ ზონაში, საიდანაც ქუთაისის "ტორპედომ" მიჯრით სამი მოგების შემდეგ თავის დარღევა შეძლო და ადგილი ქობულეთის "შუქურას" გაუცვალა. მათ შესაბამისად 16 და 14 ქულა აქვთ. პლეი-აუტის ზონაში "სამტრედია" ტრიალებს, რომელმაც ცხრილის ფსკერზე მყოფი "თელავის" მსგავსად ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია - იმერლებს 9, კახელებს კი 8 ქულა აქვთ.

სტატისტიკა

უცვლელია ბომბარდირთა დავის ლიდერი. “დინამო თბილისის” სერბ თავდამსხმელს, ზორან მარუშიჩს, რომლის აქტივშიც 7 გოლია, პირველობას ჯერჯერობით ვერავინ ეცილება. მასთან ყველაზე ახლოს მოსახელე კლუბის ფორვარდი, გიორგი ფანცულაია და იური ტაბატაძე არიან, რომლებმაც უკვე 6-6 ბურთის შეგდება მოახერხეს. ფანცულაია თანაგუნდელ ჯაბა ჯიღაურთან ერთად საგოლე გადაცემებშიც ლიდერობს (4), ისევე როგორც მათი გუნდის კარის დარაჯი, ლაზარე კუპატაძე კარის ყველაზე მეტჯერ მშრალად შემნახველ გოლკიპერებს შორის (7).

მეთხუთმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: ოთო გოშაძე (“საბურთალო”). მცველები: რევაზ ჩიტეიშვილი, ანრი ჭიჭინაძე (ორივე “დილა”), გურამ კაშია (“ლოკომოტივი”), გიორგი ლაცაბიძე (“საბურთალო“). ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (“ლოკომოტივი”), ირაკლი ბიძინაშვილი, (“დილა”), გრიგოლ დოლიძე (“სამგურალი”). თავდამსხმელები: პაატა ღუდუშაური (“დილა“), ირაკლი სიხარულიძე (“ლოკომოტივი), ფადი ზიდანი (“ტორპედო"). მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე (“ლოკომოტივი”). განლაგება: 4-3-3. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი: ირაკლი ბიძინაშვილი (“დილა”).
ასევე იხილეთ:  ეროვნული ლიგა: XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები