Belive

"ნიგერიის ქუჩებიდან მსოფლიოს ისტორიულ სახელმძღვანელოებამდე" - დროგბამ ოსიმენს მიულოცა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს ტიტულს დაეუფლა. ნეაპოლელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და სამხრეთული კლუბის ისტორია დაწერეს.

წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი "ნაპოლის" ნიგერიელი ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენია, რომელმაც აფრიკელ ფეხბურთელებს შორის, სერია A-ს სეზონში ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო.

ლეგენდარული კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი - დიდიე დროგბა, "ნაპოლისა" და ვიქტორ ოსიმენის ტრიუმფს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა.

"ნამდვილად. ნიგერიის ქუჩებიდან, მსოფლიოს ისტორიულ სახელმძღვანელოებამდე. გილოცავ ჩემო ძმაო, შენ და შენს კლუბს", - დიდიე დროგბა.

ვიქტორ ოსიმენი ხშირად აღნიშნავს, რომ დროგბა მისი ბავშვობის ინსპირაციის წყარო და კუმირია.

სხვა სტატიები