Belive

ნიემარი ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღის გამოცხადებას გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

"აღარ შემიძლია მოთმენა ჩემო სიყვარულო, ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება", - წერს ბრაზილიელი Instagram-ში.
უეფამ 17 ივნისს გამოაცხადა, რომ ევროპის მთავარ თასს ლისაბონი 12-23 აგვისტოს უმასპინძლებს - საუკეთესო 8 გუნდი გამარჯვებულს თითომატჩიანი პლეი-ოფით გამოავლენს. ამჟამად 1/4-ფინალის საგზური "პსჟ-ს", მადრიდის "ატლეტიკოს", "ლაიფციგს" და "ატალანტას" აქვთ მოპოვებული, წინ კი კიდევ ოთხი დაპირისპირებაა: "ნაპოლი" - "ბარსელონა" (პირველი მატჩი - 1:1), "ჩელსი" - "ბაიერნი" (პირველი მატჩი - 0:3), "ლიონი" - "იუვენტუსი". (პირველი მატჩი - 1:0) და "რეალი" - "მანჩესტერ სიტი" (პირველი მატჩი - 1:2).
 
View this post on Instagram
 

I can’t wait anymore for u my love ⚽️❤️ champions league is back 🤪✌🏽

A post shared by ene10ta Érre 🇧🇷 👻 neymarjr (@neymarjr) on

 

სხვა სტატიები