Belive

ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ, ფიფამ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ საქმე აღძრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინასა და ნიდერლანდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი შემდეგ, ფიფამ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მსჯელობის საგანი შეხვედრის მთავარ მსაჯზე, მატეო ლაოსზე, ლეო მესისა და ემილიანო მარტინესის მიერ გაკეთებული კომენტარები იქნება. მესიმ თქვა, რომ მსაჯი ტურნირის დონეს არ შეესაბამება, მარტინესმა კი ესპანელს ყველაზე ცუდი არბიტრი უწოდა.

ასევე, განიხილება მატჩის დროს მომხდარი ინციდენტები. საუბარია ლეანდრო პარედესის არასპორტულ საქციელზე, როცა ბურთი მეტოქე გუნდის სათადარიგოთა სკამისკენ დაარტყა.

ფეხბურთელთა არასათანადო ქცევასთან დაკავშირებით ფიფამ საქმე ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგაც აღძრა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა.

,,ალბისელესტეს” მეტოქე ნახევარფინალში ხორვატია იქნება. შეხვედრა სამშაბათს, 13 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები