ნიდერლანდების ნაკრებს ჯოშუა ზირკზე შეუერთდა
,,ბოლონიას'' თავდამსხმელი, ჯოშუა ზირკზე ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
23 წლის ფეხბურთელმა განაცხადში ტეუნ კოპმანიერსი უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც ტრავმა რამდენიმე დღის წინ, ისლანდიასთან მატჩის წინ მიიღო.
დღეს ტრავმირებულთა სიას ბრაიან ბრობიც შეემატა - თავდამსხმელმა დე ლიხტთან შეჯახების შემდეგ ვარჯიში ნაადრევად დატოვა, თუმცა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მისი დაზიანება სერიოზული არ არის.
ნიდერლანდების ნაკრებს ევრო 2024-ზე ტრავმის გამო კიდევ ერთი ლიდერი, ფრენკი დე იონგი ვერ დაეხმარება.
კუმანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში პოლონეთის, ავსტრიისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს და პირველ მატჩს 16 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.
გასულ სეზონში ზირკზემ ,,ბოლონიას'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
See you soon, Joshua! 👊
— OnsOranje (@OnsOranje) June 12, 2024
Joshua Zirkzee joins Oranje's #EURO2024 squad! 🇳🇱#NothingLikeOranje #CreateHistory pic.twitter.com/zdXwkihWS7