ნ'გოლო კანტე დიდი ალბათობით თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ალ იტიჰადის ფეხბურთელი ნ'გოლო კანტე დიდი შანსია თურქეთის სუპერლიგაში ვიხილოთ, კერძოდ მისი ტრანსფერით ფენერბაჰჩე ინტერესდება. ცნობილი თურქი სპორტული ჟურნალისტის, იაგიზ საბუნჩუოღლუს ცნობით თურქულმა გრანდმა კანტესთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას მიაღწია, ოფიციალური ხელმოწერისთვის კი მხოლოდ ალ იტიჰადის თანხმობაა საჭირო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კანტეს საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ მას ხელშეკრულების შეწყვეტა სურს და გუნდის შეცვლას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ალ იტიჰადში ჩელსიდან 2023 წელს გადავიდა, მას შემდეგ საუდის არაბეთის კლუბთან ერთად 2 ტიტული მოიგო.
Kante, Fenerbahçe'ye gelmek için alacaklarını bırakmayı kabul etti. Resmi imza için Al-Ittihad'ın onayı bekleniyor. https://t.co/p4RfeJE2G7
— Yağız Sabuncuoğlu (@yagosabuncuoglu) January 13, 2026
სხვა სტატიები
ატლეტიკომ ფენერბაჰჩეს ლუკმანი წაართვა
14 საათის წინ ფეხბურთი