,,ნეიმარს შეეძლო იმის გაკეთება, რასაც მესი და რონალდუც ვერ ახერხებდა'' - ფერდინანდი
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ნეიმარზე ისაუბრა:
,,ნეიმარს შეეძლო მოედანზე გაეკეთებინა ის, რაც მსოფლიოში არცერთ სხვა მოთამაშეს. ამ შემთხვევაში მესისა და რონალდუზეც ვსაუბრობ... ნეიმარს შეეძლო გაეკეთებინა ისეთი რამ, რასაც ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებდა...'' - რიო ფერდინანდი
ფერდინანდი უეინ რუნის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნეიმარი ,,ტოპ'' დონის ფეხბურთელი არასდროს ყოფილა და ბრაზილიელს მოჰამედ სალაჰი ამჯობინა.
ნეიმარი 34 წლისაა და მშობლიურ სანტოსში თამაშობს, მისთვის ახლა მთავარი მიზანია, კარლო ანჩელოტის დაუმტკიცოს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას იმსახურებს.
🗣️ Take Messi and Ronaldo out of the debate and it’s Neymar!
— Rio Ferdinand Presents (@RioMeets) March 23, 2026
🗣️ No, take them out and it’s Rooney!
Who was the true heir to the throne? 👑#CRAFTD
CC: @rioferdy5, @joelbeya, @MrStephenHowson pic.twitter.com/KofhuL6xUH