ნეიმარის მონაწილეობა ბრაზილიის ნაკრების ამხანაგურ მატჩებში საეჭვოა
ბრაზილიის ნაკრებში უკვე იციან, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პირველივე დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. როგორც კი გუნდი შეიკრიბება (27 მაისს), სამედიცინო შტაბი შეაფასებს ნეიმარის ფიზიკურ მდგომარეობას და გადაწყვეტს, რა გზას აირჩევენ ფეხბურთელთან მიმართებაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. მსგავსი მიდგომა გავრცელდება სხვა გამოძახებულ ფეხბურთელებზეც, რომლებიც შეკრებაზე რაიმე სახის ფიზიკური პრობლემით გამოცხადდებიან.
ESPN-ის ინფორმაციით, ნეიმარის შემთხვევაში ეს არ არის მსუბუქი შეშუპება და წვივის ტრავმამ, შესაძლოა, აღდგენისთვის იმაზე მეტი დრო მოითხოვოს, ვიდრე ამას სანტოსი ბოლო დღეებში აცხადებდა.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ჯერ კიდევ არ აკონტროლებს ნეიმარის რეაბილიტაციის განრიგს, ამიტომ აღნიშნულ საკითხზე რაიმე გადაწყვეტილებას მისაღებად, ნაკრების სამედიცინო შტაბი 27 მაისს დაელოდება.
როგორც ESPN წერს, ნეიმარის მონაწილეობა პანამისა და ეგვიპტის წინააღმდეგ 31 მაისსა და 5 ივნისს გასამართ ამხანაგურ მატჩებში, ამ მომენტისთვის, ნაკლებად სავარაუდოა.
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ანჩელოტის გუნდი პირველ შეხვედრას 13 ივნისს, მაროკოს წინააღმდეგ გამართავს.
🚨 AGORA!
— Planeta do Futebol 🌎 (@futebol_info) May 21, 2026
CBF tem a informação de que o edema na panturrilha de Neymar não é leve e pode demandar mais tempo de recuperação do que o informado pelo Santos.
O Santos diz que o edema é leve e que, inclusive, Neymar teria condições de atuar contra o Deportivo Cuenca, na próxima… pic.twitter.com/8QHVu3VjOS