Belive

ნეიმარს კვლავ ტრავმა აქვს - ბრაზილიელი დაახლოებით 2 თვე ვერ ითამაშებს

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სანტოსი ბრაზილიის თასის მეოთხედფინალში პალმეირასთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ სანტოსს ნეიმარი კვლავ დაემტვრა, კლუბმა განცხადება დღეს გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბრაზილიელ შემტევს მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომელიც 2B ხარისხისაა.

სანტოსს ნეიმარის არყოფნის ხანგრძლივობა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ის დაახლოებით 2 თვეზე მეტს გამოტოვებს.