ნეიმარმა ურუგვაისთან მატჩში მოედანი საკაცით დატოვა
დღეს გამთენიისას სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი მონტევიდოში ურუგვაისა და ბრაზილიას შორის შედგა. აღნიშნული დაპირისპირება მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. ბრაზილიელთათვის ცუდი ამბები ამით არ დასრულებულა. პირველი ტაიმის მიწურულს, ნეიმარმა ტრავმა მიიღო. დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელმა მოედანი საკაცით დატოვა.
Neymar Jr. Departs the Field in Tears After Sustaining an Injury During the World Cup 2026 Qualifiers Against Uruguay.#Neymar #Injury #FootballEmotions #UruguayVsBrazil #Soccer #GetWellSoonNeymarhttps://t.co/32bILsUqPa
— BetHive (@bethiveonline) October 18, 2023
ბრაზილიის ნაკრების ექიმის განცხადებით, ჯერ დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა. როდრიგო ლასმარის თქმით, ნეიმარს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდება.
ნეიმარს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩავუტარეთ. ხვალ იგივეს გავიმეორებთ. ეს 24 საათი გვაჩვენებს თუ როგორ რეაგირებს მისი მუხლი. ახლა უნდა მოვიცადოთ, პასუხებს დაველოდოთ და როგორც კი ცნობილი გახდება, დიაგნოზს შეგატყობინებთ. - განაცხადა როდრიგო ლასმარმა
თავად ნეიმარს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: "ყველაფერი ღმერთის ხელშია."
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბრაზილიას მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე 37-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.