ნეიმარმა სანტოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა სანტოსთან კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. 33 წლის ფეხბურთელის მთავარი მოტივაცია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია, მან ეს არაერთხელ აღნიშნა და კიდევ ერთხელ ეცდება, რომ თავისი საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს და მუნდიალზე გამოძახების უფლება მოიპოვოს.
ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე ნეიმარმა ტრავმა მიიღო, მაგრამ მაინც ბოლომდე ითამაშა და სანტოსს უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებაში დაეხმარა. მას შემდეგ ნეიმარს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა.
Ele fica. pic.twitter.com/ZZIdHmhIr3
— Santos FC (@SantosFC) January 6, 2026
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი თავისი ბავშვობის კლუბ სანტოსში გასული წლის იანვარში დაბრუნდა და მას შემდეგ 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მას ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 128 მატჩი აქვს ჩატარებული და საერთო ჯამში 79 გოლის გატანა შეძლო, რითაც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.