ბრაზილიური მედია | "როდრიგოს ტრავმამ ნეიმარის ნაკრებში გამოძახების შანსები საგრძნობლად გაზარდა"
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის 25 წლის შემტევს - როდრიგო გოეშს უმძიმესი ტრავმა დაუდგინდა, რის გამოც იგი 2027 წლამდე მოედანზე ვეღარ დაბრუნდება, შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც ვერ შეძლებს...
სწორედ როდრიგოს უმძიმესი ტრავმის შემდეგ, ბრაზილიური მედიები სულ უფრო და უფრო მეტს წერენ იმის შესახებ, რომ როდრიგოს ჩამნაცვლებელი ნაკრებში ნეიმარი იქნება და იგი მინიმუმ ამხანაგურ მატჩებზე შანსს მიიღებს.
ცნობილი ბრაზილიული გამოცემის "UOL"-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი ნეიმარს უკვე დაუკავშირდა და აცნობა, რომ მარტის ბოლოს, საფრანგეთისა და ხორვატიის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის, შესაძლოა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახოს.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Neymar could be called up by Carlo Ancelotti to the Brazil national football team squad to face France and Croatia at the end of March! 😍🇧🇷🇫🇷🇭🇷
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) March 5, 2026
After Rodrygo's serious injury, Neymar's chances of making the World Cup squad has gone up.
It would be so… pic.twitter.com/xZp9748e6x
აქვე შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 79 გატანილი გოლით - მას 2 გოლით მეტი აქვს გატანილი ლეგენდარულ პელეზე.
მან ბოლოს ეროვნულ ნაკრებში 2023 წლის ოქტომბერში ითამაშა და მას შემდეგ იბრძვის, რომ ეროვნული ნაკრების ფორმა კიდევ ერთხელ მოირგოს, ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატზე.