ნეიმარმა ოპერაცია გაიკეთა - ბრაზილიელი აღდგენის პროცესს იწყებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა ოპერაცია გაიკეთა და აღდგენის პროცესს იწყებს.
მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, ურუგვაიმ ბრაზილიას - 2:0 აჯობა. აღნიშნულ მატჩში "ალ ჰილალის" შემტევმა მძიმე ტრავმა მიიღო - მენისკის დაზიანება და ჯვარედინი იოგების გაწყვეტა. ამის გამო, ნეიმარს 2023/24 წლების სეზონის სრულად გამოტოვება მოუწევს.
"ყველაფერი გამოვიდა. მადლობა ყველა შეტყობინებისთვის. ახლა გამოჯანმრთელებაზე გავამახვილებ ყურადღებას", - წერს ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.
ნეიმარი 2023 წლის ზაფხულში საუდის არაბეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდში, "პსჟ-დან", 90 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერის შედეგად გადავიდა და ყველა ტურნირზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 1 გოლის გტანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.