Belive

ნეიმარმა მეტოქე რასიზმში დაადანაშაულა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა "მარსელის" ესპანელი მცველი ალვარო გონსალესი რასობრივი მოტივით შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მატჩის ბოლოს მომხდარი ინციდენტი და ხელჩართული ჩხუბი ესპანელი ფეხბურთელის სიტყვებმა - "მოკეტე, ბინძურო მაიმუნო" - გამოიწვია. უცნობია, ეს სიტყვები ნეიმარს ეკუთვნოდა თუ არა, მაგრამ 28 წლის ბრაზილიელი კონფლიქტში ჩაერთო და ესპანელს თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ჯამში 5 წითელი ბარათი მიიღეს, მათ შორის ნეიმარმა, რომელმაც მოედნის დატოვებისას მსაჯს უთხრა, რომ ალვარო გონსალესი რასისტია და მისი აგრესიაც ამან გამოიწვია. საბოლოოდ შეხვედრა "მარსელის" გამარჯვებით - 1:0 დასრულდა, პარიზელებმა კი მიჯრით მეორე შეხვედრა დათმეს ად 42 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორეს.

სხვა სტატიები