ნეიმარმა და რობინიოს შვილმა ვარჯიშზე იჩხუბეს
Globo Esporte-ს ცნობით, ნეიმარი კვირას, რეი პელეს ცენტრში გამართულ ვარჯიშზე გაბრაზდა მას შემდეგ, რაც რობინიო ჯუნიორმა (რობინიოს 18 წლის შვილი) ის რამდენჯერმე მოატყუა. ინციდენტი იმ მოთამაშეებისთვის განკუთვნილ აქტივობაზე მოხდა, რომლებსაც შაბათს, პალმეირასის წინააღმდეგ, ბრაზილიის სერია A-ს მატჩში არ უთამაშიათ. ნეიმარმა ახალგაზრდას „დამშვიდება“ სთხოვა, შემდეგ განზრახ და უხეშად წააქცია. ამან მათ შორის კამათი და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.
სანტოსმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ნეიმარის პრესსამსახურმა კი Globo Esporte-სთან განაცხადა, რომ „ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი იციან“. სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ კლუბის პრეზიდენტთან, რობინიო ჯუნიორის წარმომადგენლებმა საჩივარი მიიტანეს.
Neymar acerta rasteira e se desentende com Robinho Jr. durante treino do Santos no CT
— ge (@geglobo) May 3, 2026
Veja detalhes ➡️ https://t.co/MpJpA9LSPj
📸 Raul Baretta/Santos FC pic.twitter.com/wPWBNhLUep