ნეიმარის ტრავმების საშინელი სტატისტიკა
ურუგვაისთან მატჩის მიმდინარეობისას, ნეიმარმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მან მოედანი დატოვა. მოგვიანებით კი "ალ ჰილალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნეიმარმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, ნეიმარს ოპერაცია ესაჭიროება, შემდეგ კი ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყება, რომელიც მინიმუმ რამდენიმე თვე გასტანს.
2017 წლიდან მოყოლებული დღემდე, ნეიმარს მხოლოდ 68-ით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, ვიდრე გამოტოვებული. დეტალური სტატისტიკის მიხედვით, ნეიმარმა ტრავმების გამო 530 დღე ვერ ითამაშა.
2017 წლიდან მოყოლებული დღემდე, ნეიმარს მხოლოდ 68-ით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, ვიდრე გამოტოვებული.
Another injury for Neymar which will see him out for a long time...
— 90min (@90min_Football) October 19, 2023
Another Brazilian goalscorer plagued by injuries. 🇧🇷😢 pic.twitter.com/ipN79vYAgf
"Bleacher Reports"-ის დეტალური ინფორმაციით, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა 2017 წლის აგვისტოდან დღემდე 229 მატჩი ითამაშა, 161 მატჩი კი ტრავმების გამო იძულებით გამოტოვა.
ნეიმარის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.