Belive

ნეიმარის ეფექტური მოძრაობა და ულამაზესი გოლი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურის შეხვედრაში, "პსჟ"-მ "ლორიენი" 5:1 გაანადგურა. მასპინძელი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ნეიმარმა შეიტანა, რომელმაც გულშემატკივრები ბრწყინვალე მოძრაობითა და შესანიშნავი გოლით აღაფრთოვანა. "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი - ნეიმარი ძველ სათამაშო ფორმას უბრუნდება. "ლორიენის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ნეიმარმა ეფექტური მოძრაობით მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და პარიზელთა შეტევა წამოიწყო, რომელიც გოლით დაასრულა.

სხვა სტატიები