Belive

დორივალ ჟუნიორი: ,,ბრაზილიის ნაკრებმა ნეიმარის გარეშე თამაში უნდა ისწავლოს''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, დორივალ ჟუნიორის თქმით, ნეიმარი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა:

..იმის გათვალისწინებით, რომ ნეიმარი ტრავმირებულია, ბრაზილიის ნაკრებმა მის გარეშე თამაში უნდა ისწავლოს.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელიდან ერთ-ერთი გვყავს და როცა გამოჯანმრთელდება, სწორედ მას დავეყრდნობით.'' - დორივალ ჟუნიორი

უკვე ცნობილია, რომ ურუგვაისთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, ნეიმარი ,,სელესაოს'' კოპა ამერიკაზე ვერ დაეხმარება.

დორივალ ჟუნიორმა ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 23 მარტს, ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.

სხვა სტატიები