ნეიმარი: "ვინისიუსი ყველაზე შეუხედავი ფეხბურთელია, ვისთანაც მითამაშია..."
კოპა ამერიკაზე ასპარეზობაში ბრაზილიის ნაკრები ჩაერთო, სადაც შეჯიბრის პირველი სენსაცია დაფიქსირდა. ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა, შეჯიბრის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი კოსტა რიკის ნაკრები ვერ დაამარცხა და მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა.
სანამ ბრაზილიის ნაკრები ასპარეზობაში ჩაერთვებოდა, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ნეიმარის ვიდეო, რომელიც საკუთარ ნაკრებს კოპა ამერიკაზე ტრავმის გამო ვერ ეხმარება.
ნეიმარს ჟურნალისტი უსვამს კითხვას, თუ ვინ არის ყველაზე მახინჯი/შეუხედავი ფეხბურთელი, რომელთანაც ოდესმე უთამაშია, რაზეც ნეიმარმა შემდეგი პასუხი გასცა.
"ყველაზე მახინჯი მოთამაშე, ვისთანაც ოდესმე მითამაშია? მე ბევრ მახინჯ ფეხბურთელთან მითამაშია, მაგრამ მთელი პატივისცემით, ავირჩევ ვინისიუს ჯუნიორს.
ბოდიში, მიყვარხარ, მაგრამ ის ძალიან სასაცილო ადამიანია. მახინჯი, მაგრამ სასაცილო..." - ნეიმარი
🎙️ Neymar: "The ugliest player I've ever played with? I've played with a lot of ugly people, but with all due respect, I'll choose Vinicius Junior I'm sorry, I love you, but he's too funny. Ugly, but funny." 🇧🇷😭 pic.twitter.com/iarEnmngao
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) June 25, 2024