Belive

ნეიმარი: "თუ ბიჭი შვილი მეყოლება, მესის დავარქმევ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ"-ს ვარსკვლავმა - ნეიმარმა, ჟურნალისტებთან მესისა და თავის ურთიერთობაზე, მეგობრობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მესიზე დიდი ფეხბურთი არასოდეს მითამაშია. მერე რა, რომ ბრაზილიელი ვარ და ბრაზილიას მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავები ჰყოლია და ჰყავს, როდესაც ეს სპორტი ასე გიყვარს, არ უნდა დაკარგო რეალობა და არავის არაფერი უნდა დაუკარგო, შესაბამისად, ამ გადმოსახედიდან, მე არასოდეს მითამაშია ისეთ დიდებულ ფეხბურთელთან, როგორიც მესია.

2013 წლიდან მესი ჩემი გამორჩეული მეგობარია, ის ისეთივე დიდებული ადამიანია, როგორიც ფეხბურთელი. ჩვენ განსაკუთრებული სიყვარული და მეგობრობა გვაკავშირებს, ამდენი წელი კატალონიურ კლუბში ერთად ვიყავით, შემდეგ პარიზშიც, ახლა კი, ერთმანეთისგან შორი-შორს ვართ, თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენს მეგობრობას ხელს ნამდვილად არ შეუშლის.

თუ ბიჭი შვილი მეყოლება, მას აუცილებლად მესის დავარქმევ..."

მესი და ნეიმარი ერთად "ბარსელონაში" 2013-2017 წლამდე, "პსჟ"-ში კი 2021-2023 წლებში თამაშობდნენ.

სხვა სტატიები